reportiori.ge - ლევან კორტავას საქმეზე სამ პირს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:44
სამართალი
ლევან კორტავას საქმეზე სამ პირს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 15:11

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, ლევან კორტავას საქმეზე ბრალდებულ ალეკო ბაბუნაშვილს , გიგა კოხოძეს და თენგიზ ნასარიას, წინასწარი,  ორთვიანი პატიმრობა შეუფარდ.  სამივე ბრალდებული გეგუთის #14 დაწესებულების თანამშრომელი იყო. სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინათ სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის - სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას.

ასევე, დააკავეს ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი, ადრე განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან 2013 წლის 7 ივნისს გათავისუფლდა. იგივე ბრალდება წარედგინათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან. მსჯავრდებული ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად  23 მაისს გარდაიცვალა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016