უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მემუარების წიგნში „არასახელმწიფოებრივი საიდუმლოებები" წერს, რომ მისთვის ცნობილია, 2004 წელს ვინც მოწამლა. მისი თქმით, დღეს ყველა თავისუფალია, ვინც ეს შეასრულა.
„მაგიდაზე სალათები იდო. შემდეგ ცხელი კერძები შემოიტანეს და ის ავადსახსენებელი ფლავი. შესაძლოა, საწამლავი სწორედ მასში იყო. ვიცი, ყველა შემსრულებლის სახელები. ისინი დღეს თავისუფლები არიან. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე მკითხეს, ვიცი თუ არა, ვინ მომწამლა. გპასუხობთ, რომ ვიცი. მანაც იცის, რომ მე ვიცი,"- წერს იუშჩენკო.
ექს-პრეზიდენტი მემუარებში ამჟამინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს ჩავარდნილ შეთანხმებასაც აფასებს.
„ვიქტორ იანუკოვიჩის მოსყიდვის იდეა გაჩნდა, რომელიც მისი პრეზიდენტად არჩევას ითვალისწინებდა. იდეის მიხედვით, იანუკოვიჩი პრეზიდენტად 10 წლით უნდა არჩეულიყო, ტიმოშენკო კი - პრემიერად. თუმცა მათი ერთმანეთისადმი უნდობლობამ ამ სცენარის შეჩერება გამოიწვია,"- იხსენებს უკრაინის ექს-პრეზიდენტი.
ვიქტორ იუშჩენკოს მემუარების წიგნის მარტის დასაწყისში გამოვა.