reportiori.ge - ციხეში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობა დასტურდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:36
სამართალი
ციხეში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობა დასტურდება
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 15:24

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გეგუთის ციხეში პატიმარ ლევან კორტავასთან დაკვშირებულ განცხადებაშია ნათქვამი.  დასკვნა არასამთავრობოებმა კორტავას საქმის შესწავლის შემდეგ გააკეთეს.

„საგანგაშოა, რომ გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა ამავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომლებსაც სავარაუდოდ, გაკრვეული კრიმინალური ავტორიტეტი ჰქონდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სამინისტროს მხრიდან არა ერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებეში არაინ ე.წ. „მაყურებლები". აღნიშნული განცხადება მნიშნველოვანია იმ თვალსაზრისთით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ერთის მხრივ უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მმართველობის განხორციელების საშუალებას. ხოლო, მეორეს მხრივ გააძლიეროს დაწესებულებებეში შიდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშაულებას მისცემს სამინისტროს  აღკვეთოს სასჯელაღსრულების არაფორმალური მმართველობის ფაქტები."-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში მოქმედი ხუთი გავლენიანი არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ ხელს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016