reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:19
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს
16 თებერვალი, 2014. 12:35

მართლმადიდებელი ეკლესია დღეიდან, უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აღავლენს. 


უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, ოცდაორ თებერვალს, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება. 


ეკლესიებში დღეს, სახარებიდან ის ადგილი იკითხება სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავი მოგვითხრობს,(ლუკა 15. 11-31) თუ როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო. ეს იგავი ჩვენში სინანულისა და საკუთარი ცოდვების განცდას კიდევ უფრო ზრდის. გადარჩენისა და ცხონების სურვილს აღძრავს.


ეს დიდმარხვისთვის მორწმუნეების მოსამზადებელი მეორე კვირაა. მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეების მომზადებას დიდმარხვისთვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ, სამი კვირა უძღვის.


დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყება და 20 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016