reportiori.ge - შემწვარი ვირის ხორცი ყოველდღიურ მენიუში და ჩრდილოეთ კორეის მეთაურის ახირებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:50
მსოფლიო
შემწვარი ვირის ხორცი ყოველდღიურ მენიუში და ჩრდილოეთ კორეის მეთაურის ახირებები
ავტორი:
16 თებერვალი, 2014. 13:32

კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი და სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური, აწ გარდაცვლილი კიმ ჩენ ირი 1941 წლის 16 თებერვალს დაიბადა. კიმ ჩენი ირი „დიდი ბელადის" კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე იყო.


2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მას „უზენაესი ლიდერი" ეწოდა. იგი ასევე წოდებულ იქნა როგორც „ძვირფასი ლიდერი", „ჩვენი მამა", „გენერალი" და „გენერალი სიმუსი".


მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის მმართველობაში დაწინაურებულ იქნა მმართველ პოზიციაზე. 2010 წელს ჟურნალ „ფორბსის" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მას (კიმ ჩჟონ ინს) 31-ადგილი ეკავა.


2011 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მთვრობამ გაავრცელა ცნობა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ. 69 წლის ასაკში ის გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია 3 საათი გრძელდებოდა. ასობით კორეელმა მის ძეგლთან თავი ქვის ფილეებს ურტყა.


ცნობილია, რომ კიმ ჩენ ირი უცნაური გემოვნებით გამოირჩეოდა. მას განსაკუთრებით უყვარდა Hennessy-ს კონიაკი. როცა კიმ ჩენ ირს ხანგრძლივი ცივი ღამეების დროს გახურება და კარგ ხასიათზე დადგომა უნდოდა, ის შველას HENNESSY-ის ბოთლში ნახულობდა.  მას ისე მოსწონდა ეს კონიაკი, რომ ის HENNESSY-ის საუკეთესო კლიენტების სიაში შედიოდა. თავის საყვარელ  სასმელზე ის წელიწადში დაახლოებით $ 800 000 ხარჯავდა, თუმცა ეს იქამდე, სანამ ექიმებმა 1999 წელს მისი დალევა არ აუკრძალეს.


მას შემდეგ, რაც ექიმებმა დალევა აუკრძალეს, ის იშვიათი ფრანგული ღვინოების მოყვარული გახდა. ის ბორდოში და ბურგუნდიაში დამზადებული იშვიათი ღვინოების სმაზე გადავიდა. ჯამში კი მის მარანში სადღაც 10 000 ღვინის ბოთლი დაგროვდა. თუმცა 2003 წელს გაზეთებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კიმ ჩენ ირს ღვნის მოხმარების შემცირებაც მოუწია და ერთ ღამეში მხოლოდ ნახევარ ბოთლს მოიხმარდა.


ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის სიმაღლე სულ რაღაც 1,57 მეტრი იყო, ამიტომ ის პლათფორმიან ფეხსაცმელს ხმარობდა, რომელიც მას დამატებით 10 სმ-ს მატებდა. ხოლო მისი ვარცხნილობის წყალობით, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო, ის კიდევ რამდენიმე სანტიმეტრის მოგებას ახერხებდა.


კიმ ჩენ ირს აკვიატებული იდეა ჰქონდა, თითქოსდა გიგანტური კურდღლების მოშენება მის ხალხს შიმშილისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა. 2006 წელს ის გერმანიის მეცხოველეობის ხელმძღვანელს კარლ სმოლენსკის დაუკავშირდა, რათა მისთვის რამდენიმე ათეული გიგანტური კურდღელი გამოეგზავნა. სმოლენსკი შეეცადა გადაერწმუნებინა კიმ ჩენი, და არწმუნებდა, რომ ამ კურდღლების ჯიშს ძალიან დიდი რაოდენობის კარტოფილი და სტაფილო სჭირდება, ხოლო შედეგად თითო კურდღელი სულ რაღაც 6 კილო ხორცს იძლევა. მაგრამ კინმა მაინც შეუკვეთა კურდღლები და მათ მისი ერთ-ერთი დაბადების დღის სუფრა დაამშვენეს.


ელიზაბეტ ტეილორმა თავისი სილამაზით და სტილით მთელი მსოფლიო დაიპყრო. გამონაკლისი არც ფილმების მოყვარული კიმ ჩენ ირი აღმოჩნდა, ელიზაბეტი მისი საყვარელი მსახიობი ქალი იყო.


კინომოყვარული კიმ ჩენი აღმერთებდა ფილმებს. ის ფიქრობდა, რომ ფილმებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ადამიანის მსოფლმხედველობა. ეს რომ თავის ქვეყანაში განეხორციელებინა, 1978 წელს სამხრეთ კორეელი რეჟისორი სინ სან ოკა მოიტაცა. სინი წლობით იღებდა ფილმებს კიმ ჩენისთვის, მანამ სანამ 80 -იან წლებში ვენისკენ მოგზაურობისას არ გაიპარა. კიმ ჩენს აგრეთვე ამერიკული ფილმებიც მოსწონდა, კერძოდ კი „რემბო" და „ პარასკევი 13". მის კოლექციაში 20 000-ზე მეტი ფილმი იყო.

ისევე, როგორც კიმ ჩენ ირის სხვა მრავალი საყვარელი რამ, ლობსტერები - მიუწვდომელი იყო ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუმცა კიმი მას ძალიან ხშირად მიირთმევდა.


2001 წელს კიმი მატარებლით გაემგზავრა მოსკოვისკენ. მასთან მყოფი რუსი ელჩის თანახმად , კიმის მენიუში ყოველდღე  შედიოდა შემწვარი ვირის ხორცი. ელჩი აგრეთვე იუწყებოდა, რომ კიმი მას ვერცხლის ჩხირებით მიირთმებდა.


ბილ კლინტონის გავლენა ჩრდილოეთ კორეაზეც კი იყო. შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა თავის დროზე შეძლო და დაარწმუნა კიმ ჩენი, რომ სურსათით მომარაგების სანაცვლოდ უარი ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე. მართალია ეს მშვიდობა ქვეყნებს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა თუმცა კლინტონის გავლენა მაინც არ გამქრალა. 2009 წელს კლინტონის ორგანიზებით ჩრ. კორეის ციხიდან ორი ტელე-ჟურნალისტი ლორი რინგი და ენი ლი გამოუშვეს . როგორ მოახერხა მან ეს ? რამდენიმე ათწლეულის უკან როცა კიმ ჩენ ირის მამა გარდაიცვალა, ბილ კლინტონი პირველი იყო ვინც მგლოვიარე შვილი ანუგეშა და ალბათ კიმს ეს არ დავიწყებია.


შეიძლება ზოგს წარმოუდგენლად მოეჩვენოს და სასაცილოდაც არ ეყოს იმის წარმოდგენა, რომ კიმ ჩენ ირი თავისი ჭაობისფერი სამოსით და პლათფორმიანი ფეხსაცმლით სახლში იჯდეს და დაფი დაკის მულტფილმებზე იცინოდეს, თუმცა ეს ასე ხდებოდა. კიმ ჩენ ირი დაფი დაკის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას ამ შავ იხვზე გადაღებული მულტფილმების სრული კოლექცია ჰქონდა და აგრეთვე დაფი დაკის სიმბოლიკიანი სხვადასხვა ნივთებიც მრავლობდა მასთან.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016