reportiori.ge - "ენვერის" საქმეზე ნასამართლევი პირები ნასამართლეობის მოხსნას ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:40
სამართალი
"ენვერის" საქმეზე ნასამართლევი პირები ნასამართლეობის მოხსნას ითხოვენ
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 15:40

სპეცოპერაცია "ენვერის" საქმეზე ნასამართლევი, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ნასამართლეობის მოხსნას ითხოვენ. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა რამინ პაპიძემ აღნიშნა რომ აჭარის მთავარმა სამმართველომ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნასამართლეობის მოხსნისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაცემაზე უარი განაცხადა:

"მივმართეთ შინაგან საქმეთა აჭარის მთავარ სამმართველოს, ფლობდნენ თუ არა რაიმე სახის მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას და მიმდინარეობდა თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა რომელიმე საქმეზე ამ პირთა მიმართ. ასევე, მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოეცათ განაჩენი, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები დამნაშავედ არიან ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სურვილი იყო ვადაზე ადრე ნასამართლეობის მოხსნის საკითხი, ამ დოკუმენტაციის შეგროვება აუცილებელი იყო. მივიღეთ ორივე უწყებისგან უარი. მთავარმა სამმართველომ განმარტა, რომ აღნშნული ინფორმაცია ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად საჯარო ინფორმაციას არ ექვემდებარება, ხოლო საქალაქო სასამართლომ იმ მოტივით, რომ გრიფით საიდუმლო ადევს საქმეს, განაჩენის გადმოცემაზე უარი განაცხადა." - აღნიშნა  პაპიძემ. "ენვერის" სპეცოპერაციის დროს დაკავებული, შემდეგ კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული არმენ გევორქიანი ითხოვს სასამართლოს განაჩენის ნახვას:


"2 წელი და 3 თვე გავატარეთ გლდანის მერვე საპყრობილეში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. განაჩენი არ უნდა ვნახო რა ჩავიდინე? სასამართლოს პირველ ინსტანციას ვესწრებოდი, მეორეს არ დაგვასწრეს, სასამართლოზე ვერ გავიგე რა ჩავიდინე. მომცენ განაჩენი, მინდა წავიკითხე რას ვჯაშუშობდი, როგორ ვჯაშუშობდი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ განაჩენი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში." - აღნიშნა არმენ გევორქიანმა. სპეცოპერაცია "ენვერის" დროს 11 მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით 2012 წელს დააკავეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016