ახალგაზრდა გოგონა ფატიმა ალ-ჯასემი სირიის ქალაქ რაკაში სასიკვდილოდ ჩაქოლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის „ფეისბუქზე“ დარეგისტრირდა და პროფილი შექმნა.
ინფორმაცია ერთ-ერთმა სირიულმა გამოცემამ გაავრცელა, რის შემდეგაც ის სხვადასხვა ინგლისურენოვან რესურსზეც მოხვდა.
ფატიმა ალ-ჯასემი შარიათის სასამართლოზე მას შემდეგ მიიყვანეს, რაც მას „ფეისბუქზე“ პროფილი აღმოუჩინეს. სასამართლომ მას ჩაქოლვა მიუსაჯა.
ჩაქოლვის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ ერაყის „ალ ქაიდას“ დაჯგუფების წევრები, რომლებიც თავიანთ თავს ერაყისა და სირიის ისლამური რესპუბლიკის (ISIS) მოქალაქეებს უწოდებენ.
სწორედ ISIS ითვლება ყველაზე უკომპრომისო ისლამურ დაჯგუფებად, რომელიც ერაყშია ბაზირებული. ისინი აქტიურად ებრძოდნენ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადსა და ერაყის სამთავრობო ძალებს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)