reportiori.ge - ევროკავშირმა შვეიცარიელი სტუდენტები შეზღუდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:58
მსოფლიო
ევროკავშირმა შვეიცარიელი სტუდენტები შეზღუდა
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 13:28



ევროავშირმა გრანტები შვეიცარიის უნივერსიტეტებისათვის მას შემდეგ გაყინა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ, რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ევროკავშირიდან მოქალაქეების მიგრაციის შეზღუდვა გადაწყვიტა.

 

ევროკავშირში განმარტეს, რომ ევროპულ საგრანტო პროგრამებში შვეიცარიის მონაწილეობა შეუძლებელია, თუ ის არ უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას, იუწყება Agence France-Presse. კერძოდ, შეჩერებულია ინოვაციური პროგრამა „ჰორიზონტ-2020-ის დაფინანსება, რომლისთვისაც 2014-2020 წლებში 80 მილიარდი ევროს დახარჯვა იგეგმებოდა. პროექტში სამუშაოდ უნდა ჩართულიყო 8 ათასი ადამიანი.

 

გარდა ამისა, შვეიცარიას უარი უთხრეს სტუდენტური გაცვლის ევროპულ პროგრამაში ერასმუს-ში მონაწილეობაზე. 2011-2012 წლებში, ამ ქვეყნის 2600-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო შესაძლებლობა ესწავლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უნივერსიტეტებში.

 

შვეიცარიაში უცხოური სამუშაო ძალის შესვლაზე რეფერენდუმი 9 თებერვალს ჩატარდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთათვის თანასწორი სამუშაო უფლებების მინიჭების გადაწყვეტილების მოხსნას, ქვეყნის მოსახლეობის 50,3 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ხმის მიცემის შედეგებმა ბრიუსელის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

 

შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა, შედის შენგენისა ევროპის ეკონომიკურ ზონაში. ბერნსა და ბრიუსელს შორის შეთანხმება დიდი ხნის მანძილზე იძლეოდა თავისუფალი გადააადგილებისა და ვაჭრობის შესაძლებლობას. არაევროპული ქვეყნებიდან მიგრანტების შვეიცარიაში შესვლა მანამდეც შეზღუდული იყო.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016