reportiori.ge - დღეიდან საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:42
რეგიონები
დღეიდან საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო
ავტორი: ანა ნოდია
17 თებერვალი, 2014. 14:48



მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები დღეიდან დაიწყო. ხვნის პროცესი ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში ერთდროულად მიმდინარეობს.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია–გეურარხიში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის ფარგლებში დაწყებულ ხვნის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

 

 

სოფელ დამია–გეურარხიში ხვნის ბარათი 245 ფერმერმა მიიღო, ხოლო აგრო ბარათი კი - 403 ბენეფიციარმა. სოფელში 220ჰექტარ მიწის ფართობს შპს „მექანიზატორის“  8 ტრაქტორი დაამუშავებს.

 

 

„ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკას სისტემურად ახორციელებს. ხედვა და მიდგომები არის კომლექსური და რეალურ შედეგზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეორე წელია არაერთ უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ ქვემო ქართლის რეგიონში წელს დახმარებას 139412 ფერმერი მიიღებს. სიების დაზუსტების შედეგად, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტში ჩაერთვნენ ის ბენეფიციარები, რომლებმაც სარგებელი გასულ წელს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიიღეს. წელს, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით საქართველოს  მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

 

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყო ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღებენ აგრო ბარათს, რომელზეც 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა იქნება დარიცხული ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები მიიღებენ, როგორც აგრო ბარათს, ასევე სასოფლო-სამეურნეო ბარათს ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

 

 

პლასტიკური ბარათების დარიგება „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში იმ რეგიონებში დაიწყო, სადაც სასოფლო–სამეურნეო  ხვნის ბარათები ფერმერებს უკვე გადაეცათ.

 

 

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას  სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.

 

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“  თებერვლის პირველ რიცხვებში  დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

 

 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016