reportiori.ge - ანანურის არქეოლოგიური აღმოჩენა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:38
კულტურა
ანანურის არქეოლოგიური აღმოჩენა (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 16:27



ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანში სამი დასაკრძალი ურემი და ქარვის სამკაული აღმოჩნდა. ექსპედიციის წევრების თქმით, ბოლო 40 წელია ასეთი მასშტაბის სამარხი არ შესწავლილა.

 

ანანაური N3 ადრე ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანლის, ზურაბ მახარაძის თქმით, მსგავსი მასშტაბის ყორღანი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ შესწავლილა. მისი თქმით, სამარხის მნიშვნელობას იქ აღმოჩენილი გათაფლული თავის ქალები, რაც მუმიფიცირების ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენს, ქარვის მძივი და ყორღანში დაცული მიცვალებულის სამი ეტლი ზრდის.

 

სამარხში აღმოჩენილი 7 მიცვალებულიდან ორის თავის ქალა შეისწავლეს. თავის ქალები თაფლით იყო დამუშევბული. ანანაური N3-ის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა სამი ეტლია, რადგან როგორც წესი, ყორღანში მხოლოდ ერთიბელადის, ეტლი იყო მოთავსებული. ეტლებზე სულ ოთხი გვამი იყო დასვენებული, ხოლო ეტლების ქვეშ სამი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რაც არქეოლოგებს მონებისა და მიცვალებულისთვის მსხვერპლშეწირვის არსებობას აფიქრებინებს. ჯერ დადგენილი არ არის მიცვალებულების სქესი და ის ნათესაური კავშირები, რაც შესაძლოა მათ შორის არსებობდა.

 

ანანაურის დიამეტრი 100 მეტრი, სიმაღლე კი 12 მეტრია. იგი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნის ჭალაში მდებარეობს. ყორღანები ადრე ბრინჯაოს ხანაში (ძვ. . აღ. III ათასწლეული) იყო გავრცელებული და მაშინდელი არისტოკრატიისთვის იგებოდა. ყორღანი მრგვალი, გორაკის ფორმის მიწით დაფარული საფლავი იყო, რომლის ცეტრში მოთავსებულ კამერაში მიცვალებული იყო დასვენებული. მისი სიდიდე იმ მიცვალებულის სიძლიერეს უსვამდა ხაზს, ვისთვისაც იგი შენდებოდა.

 

არქეოლოგ ზურაბ მახარაძის თქმით, ანანაური N3-ის შესახებ ინფორმაცია 1970-იან წლებშიც არსებობდა, როცა ანანაური N1 და ანანაური N2 ყორღანებს სწავლობდნენ.

 

ექსპედიციამ 2012 წლის 5 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე იმუშავა. თავდაპირველად გორაკის თავი ხეებისა და ბუჩქნარისგან გაწმინდეს. შემდეგ კი ყორღანის გათხრა დაიწყეს. 12 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ქვეშ 25 მეტრის სიგრძისა და 15 მეტრის სიგანის მოედანი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


                                                                                                                      (მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016