სპორტი
ევგენი პლუშენკოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ ოლიმპიადაში მონაწილეობა აიძულა
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
17 თებერვალი, 2014. 18:42
ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული ფიგურულ სრიალში ევგენი პლუშენკო, რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციას ბრალდებას უყენებს.
ცნობილი სპორტსმენის განცხადებით, ფედერაციამ მას მიუხედავად მისი ტრავმისა, სოჭის ოლიმპიადაზე გასვლა აიძულა.
მისი თქმით, ფიგურული სრიალის ფედერაციაში მიაჩნდათ, რომ სწორედ მას შეეძლო ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ოქროს მოპოვება, თუმცა ტრავმის გამო მან დელეგაციას შეცვლა სთხოვა.
ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ გორშკოვი პლუშენკოს ამ ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს.
შეგახნებეთ, რომ ევგენი პლუშენკომ 13 თებერვალს ზურგის არეში ძლიერი ტკივილების გამო ოლიმპიადაში მონაწილეობაზე საბოლოოდ უარი თქვა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19