მიმღებ განყოფილებაში ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო.
მეორე დღეს მუხლი უკეთ გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი, საერთოდ, გაქრა.
ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები შუა დეკემბერში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა.
სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპების აშკარა ნიშნებით, ავადმყოფს დაეწყო სახლში, სქესობრივი აქტის დროს, რომელიც მიმღებ განყოფილებაში თანდათან გაურთულდა.
ავადმყოფი პალატაში არ არის, ე. ი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უჩივის მხედველობას: ქალიშვილს ქალისგან უკვე ვეღარ არჩევს.
მკურნალობდა შინაური მეთოდებით: დილით სვამდა არაყს, სადილად _ ღვინოს.
ავადმყოფმა დანიშნული რეჟიმის დარღვევით ორგანიზმში შეიყვანა შემწვარი გოჭი და აჯიკა.
ავადმყოფს აღენიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება: ფეხებს უკვე დამოუკიდებლად ჭიმავს.
ავადმყოფი დეპრესიაშია და გამუდმებით ტირის, ამავე დროს, ჩანს, რაღაცაზე გულნატკენია.
ავადმყოფი ნ. გ. ასაკი 70 წელი. დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი, თანმხლები პათოლოგია - ქალწულობა.
ავადმყოფს აღენიშნება ცოლი, ორი ქალიშვილი და საზარდულის თიაქარი.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)