reportiori.ge - საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:39
სამართალი
საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 18:18

საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მოშიმშილე  პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რამდენიმე დღეა, მედიით ვრცელდება ინფორმაცია ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის შიმშილობის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში მოშიმშილე პატიმრების რაოდენობისა და შიმშილობის მიზეზების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გაჟღერდა. გვსურს განვაცხადოთ, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამჟამად 3 მსჯავრდებული შიმშილობს."-აღნიშნულია განცხადებაში.


სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა, რომელმაც 1 აგვისტოს პირი და ქუთუთოები ამოიკერა, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და განთავისუფლებას მოითხოვს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.


შიმშილობას განარძობს მალხაზ გ. რომლის მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვაა. მსჯავრდებული სასჯელს  ყაჩაღობისთვის იხდის.


რაც შეეხება ზურაბ ი-ს, მსჯავრდებული სასამართლოს მიერ საქმის გადახედვას და სამართლიანად განხილვას ითხოვს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოშიმშილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით, მის კომპეტენციაში არ შედის.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016