საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რამდენიმე დღეა, მედიით ვრცელდება ინფორმაცია ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის შიმშილობის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში მოშიმშილე პატიმრების რაოდენობისა და შიმშილობის მიზეზების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გაჟღერდა. გვსურს განვაცხადოთ, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამჟამად 3 მსჯავრდებული შიმშილობს."-აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა, რომელმაც 1 აგვისტოს პირი და ქუთუთოები ამოიკერა, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და განთავისუფლებას მოითხოვს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.
შიმშილობას განარძობს მალხაზ გ. რომლის მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვაა. მსჯავრდებული სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის.
რაც შეეხება ზურაბ ი-ს, მსჯავრდებული სასამართლოს მიერ საქმის გადახედვას და სამართლიანად განხილვას ითხოვს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოშიმშილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით, მის კომპეტენციაში არ შედის.