მომღერალი მიშა სულუხია რამოდენიმე თვის წინ, მსოფლიოს ბაროკოსა და რენესანსის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მიწვევით, შვეიცარიაში გაემგზავრა. უნივერსიტეტში, რომელიც ქალაქ ბაზელში მდებარეობს, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან სასწავლებლად ათასობით სტუდენტი ჩადის.
მიშა სულუხია პროფესორ რიჩარდ ლევიტის მიწვევითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოქტომბერში სპეციალურად მისთვის დანიშნულ მასტერკლასებზე გაემგზავრა, სადაც ურთიერთობა ისეთ მოფლიო საოპერო ვარსკვლავებთან მოუწია, როგორიცაა ანდრეა შოლი, ეველინ თუბი.
წარმატებული მასტერკლასების შემდეგ მომღერალი იტალიაში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ აკადემიაში (Accademia Lirica "Mario Binci" Castelfidardo) სასწავლებლად მიიწვიეს, სადაც სულუხია გამოცდების გარეშე ჩაირიცა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა რომში მაღალი წრისთვის გამართულ კონცერტზე მიიღო მონაწილეობა. კონცერტს ვენეციის პრინცი ემანუელე ფილიბერტო ესწრებოდა. მიშა სულუხიამ შეასრულა მოცარტის არია ოპერიდან „მითრიდატე“, რასაც მედიისა და პრესის დაინტერესება მოჰყვა.
მომღერალი 26 თებერვალს ქალაქ მილანში „europian opera centre ’’ –მა მიიწვია. შემდეგ კი მიშა სულუხია საქართველოში მცირე პერიოდით დაბრუნებასა და კონცერტის გამართვას გეგმავს.