reportiori.ge - პროფესორი დავით იაკობიძე სოციალურ ქსელ facebook-ზე ლარის კურსის ცვალებადობაზე მსჯელობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პროფესორი დავით იაკობიძე სოციალურ ქსელ facebook-ზე ლარის კურსის ცვალებადობაზე მსჯელობს
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 23:13



მეგობრებო, სასიხარულოა, რომ ფეისბუზე საინტერესო დიალოგი გაიმართა ლარის კურსის ცვალებადობის შესახებ. ამ საკითხებზე ცნობილ ავტორიტეტების: დემურ გიორხელიძის, ლია ელიავას, იოსებ არჩვაძისა და სხვების გვერდით რომან გოცირიძემაც გამოთქვა თავისი მოსაზრებები. გაჩნდა პრობლემის ახლებური ხედვა და პასუხისმგებლობა, არა მარტო მონეტარული სისტემის, არამედ ფისკალური სფეროს პოლიტიკურ პირებზეც გადანაწილდა.
ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია და უფრო საინტერესოს ხდის დიალოგს ფეისბუკის მომხმარებელთა შორის.

ამ პოლემიკაში მუმივად ვიყავი ჩართული. მოკლე რეპლიკებით გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას პრობლემისადმი. ახლა მინდა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ, ჩვენი ეკონომიკის ძირითად საკითხზე.

მაკროეკონომკაში, სადაც მონეტარისტული პარადიგმა ბატონობს, უდიესი მნიშვნელობა ენიჭებასამების შეუძლებლობისჰიპოთეზას. ეს უკანასკნელი გოლისხმობს, რომ ქვეყანას, რომელიც ვითარება საბაზრო პრინციპებზე არ შეუძლია:

1..
ფიქსირებული საცველი კურსის,
2.
კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის,
3.
დამოუკიდებელი ფულადი პოლიტიკის 

ერთდროული განხორციელება. შესაბამისადსამების შეუძლებლობისპრობლემა არსებობს საქართველოშიც. მეტიც საქართველო, როგორც საერთაშორისო მონეტარული ფონდის წევრი ქვეყანა, ვალდებულებს დაიცვას მისი მთავარი მოთხოვნა, კაპიტალის გატანის ნაცვლად, შეუზღუდავად აწარმოოს ფულადი ტრანსაქციები მსოფლიოს მაშტაბით და უზრუნველყოს, ფულის ეს ნაკადები დე-ფაქტო კონვერტაციით. გამოის, რომ მსოფლიოს ფულადი სისტემის წევრობა და ის ვალდებულებები, რაც აქედან გამომდინარეობს, ჩვენ ქვეყანას აყენებს მარტივი არჩევანის წინაშე. ანუ, აირჩიოს ფიქსირებული საცვლელი კურსსა და დამოუკიდებელ ფულად პოლიტიკას შორის ერთერთი.

როგორც ეროვნული ბანკის, არაერთი განცხადებებიდან ვიცით, ჩვენ ქვეყანაში არის ლარის მცურავი (მოდრეიფე), არაფიქსირებული საცვლელი კურსი (რაც ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვა საკამათოა, მაგრამ ამჯერად მივიღოთ ისე, როგორც დეკლარირებულია). მაშასადამე, საქართველოს არჩევანი ცხადია: კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის პირობებში აწარმოოს დამოუკიდებელი ფულადი პოლიტიკა. ეს კი ქმნის პირობებს, -საცვლელი კურსი ჩამოყალიბდეს, გარეგანი ჩარევების გარეშე, საკუთარ საფუძველზე. რაც, ექსპერტების ავთანდილ სილაგაძისა და დემურ გიორხელიძის მოსაზრებას, რომ ეროვნული ბანკის ჩარევები ფულის კურსის მდგრადობის შესანარჩუნებლად მთლად ჯანსაღი ფორმით არ ხორციელდებოდა, ადასტურებს.

შექმნა, თუ არა ბიუჯეტის დეფიციტმა ლარის ნომინალური კურსის ვარდნის საფრთხე? სანამ მსჯელობას დავიწყებდეთ განვმარტოთ, რას ნიშნავსბიუჯეტის დეფიციტი”. ბიუჯეტის დეფიციტი არის, მთავრობის ვალებულების შეუსრულებლობა ხალხის წინაშე, რაც მიმოქცევაში ფულის მასის შემცირებით გამოიხატება. მას როგორც წესი აქვს ანტიიმფლაციური ეფექტი. გამოდის, რომ შექმნილმა საბიუჯეტო დეფიციტმა, შეამცირა ეკონომიკის ზრდის ტემპი და ასევე შეამცირა ინფლაციის მოსალოდნელობები, რაც უნდა გამოხატულიყო ლარის ნომინალური კურსის სტაბილურობაში,“- წერს იაკობიძე.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016