ფეისბუკზე ახალი თემები გამოჩნდა. საინტერესო და მნიშვნელოვანი. მაგალითად, დილემამ, თუ რითი განსხვავდება მამაძაღლი, შობელძაღლისაგან, დიდი დისკუსია გამოიწვია. გაცილდა ენის პრობლემებს და ცხვარ-მეცხვარის ეთნოკულტურულ და ეთნოეკონომიკურ პრობლემებში გადაიზარდა. ასევე გულწრფელი და ჭკუისასწავლი დიალოგები გაიმართა ნარკომანიისა და ტურიზმის საკითხებზე. როგორც ყოველთვის, ვაქეთ და ვლანძღეთ იოსებ სტალინი და ა.შ. ფეისბუკი მიყვება სისხლსავსე ცხოვრების დინებას.
მინდა ძველ თემას დავუბრუნდე. ესაა ლარი. ჩვენი ეროვნული ფულადი ერთეული და რაც უკეთესად გვეცოდინება მისი ავანჩავანი მით უკეთესად გავართმევთ თავს ყოველდღიურ პრობლემებს.
ჩემს სტატუსში "სამების შეუძლებლობის" შესახებ ვწერდი, რომ "ჩვენს ქვეყანაში არის ლარის მცურავი (მოდრეიფე), არაფიქსირებადი საცვლელი კურსი (რაც ჩემი აზრით რბილად, რომ ვთქვათ საკამათოა)"- მეთქი. სწორედ ჩემს, ამ მოსაზრებას გამოეხმაურა რომან გოცირიძე და განმარტა, რომ:"ჩვენთან არის რეგულირებადი (მართვადი) ცურვა. რომელიც ... ყოველთვის არ უნდა მივიღოთ სინამდვილედ". ამ გვარად, გამართლდა ჩემი ეჭვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად საუბრობს მცურავ კურსზე, თურმე სინამდვილეში საქმე გვაქვს საცვლელი კურსის ფიქსირებულ სისტემასთან. და შემდეგ ხსნის, თუ როგორ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი. მაგალითად 2005 წელს ფულადი რეზერვები შეადგენდა 180 მილიონ$, ხოლო ერბ-ს ძალისხმევით 2007 წელს შეადგინა 2 მილიარდი$. გამოდის ორი წლის განმავლობაში ერბ-ემ განახორციელა 1820 მილიონი $-ის შესაძენად, მისი ექვივალენტური ლარებით პასიური ორერაციები. და განმარტავს, რომ მიმოქცევიდან მოხდა ზედმეტი ფულის (აშშ-დოლარის) ამოღება. ამ შემთხვევაში ჩნდება უამრავი კითხვა, მაგრამ მათ შორის სამს გამოვყოფ:
1. რატომ იყო ეს ფული (1820 მილიონი აშშ დოლარი) ზედმეტი და რაში გამოხატებოდა მისი უარყოფითი ზემოქმედება ეროვნულ ეკონომიკაზე?
2. სად, ვის და როგორ ამტკიცებდა (ასაბუთებდა) ეროვნული ბანკი, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებეი ლარის დასუსტების მიზნით იყო სამართლიანი, როდესაც მოსახლეობას უმტკიცებდა საპირისპიროს.
3.საიდან იღებდა იმ ლარებს რომლითაც ანხორციელებდა პასიურ ოპერაციებს და ყიდულობდა დოლარებს, ვისი იყო საკუთრებრივად ეს ლარი?
ჩემი აზრით ეს კითხვები ძალიან სერიოზულ პასუხებს მოითხოვს. ისე არ გამიგოთ თითქოს მას პირადად რომან გოცირიძეს ვუსვამდე, არა, იგი პასუხებს მოითხოვს პირველ რიგში იმ პირებისაგან, ვინც დღეს არიან პასუხისმგებელი ეროვნული ბანკის მუშაობაზე, საბანკო სისტემის სწორ და გამართულ ფუნქციონირებაზე და ფულად პოლიტიკაზე.
როგორც მკითხველი დარწმუნდა, თუ ჩვენთან ეროვნული ბანკი ამბობდა, რომ ლარის მცურავი კურსი არსებობსო და სინამდვილეში საქმე გვქონდა მის ფიქსირებულ კურსთან (2012- 2013 წლებში მთელი 16 თვე კურსი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ევროსა და დოლარს შორის კურსების რამოდენიმე კორექტირება). მაშინ ჩვენ უბრალოდ , "სამების შეუძლებლობის" ჰიპოთეზიდან გამომდინარე, ვამტკიცებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ვერ ზემოქმედებდა საბანკო პროცენტის განაკვეთებზე. შესაბამისად ის კი არ იყო "ბანკთა ბანკი" არამედ აქ რეგისტრირებულ კვაზი საშუამავლო საფინასო კორპორციებისათვის წარმოადგენდა დიდ, ფულის საკონვერტაციო დაწესებულებას. ეს რომ ასე, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ახლა, მიმდინარე პერიოდში ლარის სტაბილიზაციის პირობებში, საბანკო პროცენტები სესხებზე შეიცვალა.