reportiori.ge - იოკო ონო დღეს 81 წლის გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:50
კულტურა
იოკო ონო დღეს 81 წლის გახდა
ავტორი:
18 თებერვალი, 2014. 11:22

იოკო ონო - იაპონელი მხატვარი და მუსიკოსი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯონ ლენონის მეუღლე და ამავე დროს ავანგარდული ჟანრის მუსიკის ცნობილი მოღვაწეცაა, 1933 წლის 18 თებერვალს დაიბადა.


იოკო ონო ტოკიოში, მდიდარი მშობლების ოჯახში დაიბადა. დედა - ისოკო ონო, ბანკირების - იასუდას ცნობილი ოჯახიდან. მამა - ეისუკე ონო, იმპერატორის ჩამომავალი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა. ონოს ორი წარუმატებელი ქორწინება ჰქონდა მუსიკოსებთან. მეორე ქმართან მას გოგონა შეეძინა, რომელიც 30 წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი.


გაზეთში გავრცელებული ჭორების გამო, იოკო ონო ათეული წლების განმავლობაში იყო შეურაცხყოფის ობიექტი. თუმცა, ცოტა ხნის წინ პოლ მაკარტნიმ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში იოკოს ყოფნა აუტანელი იყო, ის არ არის პასუხისმგებელი ბითლზის" დაშლაზე. მაკარტნის ამ განცხადების შემდეგ, ლენონის ქვრივს საყოველთაო „ბრალდება მოეხსნა".


ჯონ ლენონს, რომელიც იმ პერიოდში დაქორწინებული იყო, ლონდონში 1966 წელს შეხვდა. წყვილმა გაცნობიდან სამი წლის შემდეგ იქორწინა. თაფლობისთვე ლენონმა და ონომ ამსტერდამში, „ჰილტონის" სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერში გაატარეს. თუმცა, ამას ნაკლებად ეთქმოდა თაფლობისთვე. სკანდალურმა წყვილმა „ჰილტონის" საპრეზიდენტო აპარატამენტებში 8-დღიანი საპროტესტო აქცია მოაწყო, რომელიც მსოფლიო მშვიდობას მიუძღვნეს და რომელსაც ათობით ტელეკამერა და ჟურნალისტი აშუქებდა. უზარმაზარ საწოლში მწოლიარე, თეთრ საღამურებში გამოწყობილი წყვილი დილიდან საღამომდე ჟურნალისტებს ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ. ოთახი უამრავი ტრანსპარანტით იყო აჭრელებული. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა: იოკოს უყვარს ჯონი, ჯონს უყვარს იოკო".


ბევრისთვის ის დღემდე რჩება ქალბატონად, ვინც ბითლზი" დაშალა და ვისაც ამისთვის ჯგუფის გულშემატკივრებმა ალქაჯი" შეარქვეს. მიუხედავად ასაკისა, ის ისეთივე ენერგიული და ექსტრავაგანტურია, როგორიც ათეულობით წლების წინ იყო.


გარეგნობით იოკო თითქმის ისეთივეა, როგორიც 60-იანებში იყო, თუმცა ახლა მას დიზაინერის სათვალე ამშვენებს. დღემდე ავანგარდისტი მხატვარი, მუსიკოსი, დიზაინერი, მშვიდობის აქტივისტია.

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016