reportiori.ge - ვინ გააქრო სანდრო გირგვლიანის საქმის მასალები თამაზ ვასაძის კაბინეტიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:12
სამართალი
ვინ გააქრო სანდრო გირგვლიანის საქმის მასალები თამაზ ვასაძის კაბინეტიდან
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 18:12

ყოფილი პოლიციელი, გელა მებონია  სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალ დეტალებს ახმაურებს. მისი განცხადებით, გირგვლიანის საქმე მომხდარიდან რამდენიმე საათში გაიხსნა, რაშიც თავადაც მონაწილეობდა, თუმცა მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის თამაზ ვასაძის კაბინეტიდან მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "გააქრო". მისივე განცხადებით ამ ამბის შემდეგ, ვასაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ყოფილი პოლიციელი მზადაა დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"როდესაც ეს ამბავი მოხდა, შემთხვევის ადგილზე მე და ჩემი ოპერი ავედით. ადგილზე დაახლოებით 3-4 საათი ვიმუშავეთ. მასალები ამოვიღეთ კამერებიდან, საღამოს საქმე უკვე გახსნილი იყო. სამმართველოს უფროს თამაზ ვასაძესთან, კაბინეტში იდო საქმე. ჩვენ გვინდოდა ჟურნალისტებისთვის დაგვეძახა, მაგრამ დაგვასწრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა თანამშრომლებმა და ეს მასალები ჩვენი დიდი პროტესტის მიუხედავად წაიღეს. მეორე დღეს, თამაზ ვასაძეს გენინსპექციიდან მთელმა ჯგუფმა მოაკითხა და უთხრა: პოლიციიდან წადიო", - აღნიშნა გელა მებონიამ.

იგი გენინსპექციის იმ თანამშრომლის ვინაობას, რომელმაც მისივე თქმით, გირგვლიანის მკვლელობის ადგილიდან მოპოვებული მასალები წაიღო, ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა, მზადაა, თუ პროკურატურა დაინტერესდება, სრულყოფილი ჩვენება მისცეს.

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016