reportiori.ge - რუსთავში მოქმედი თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:44
სამართალი
რუსთავში მოქმედი თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 19:44

რუსთავის რაიონული პროკურატურისა და შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა  ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს. ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით ქალაქ რუსთავში დროებით უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბინებს ეუფლბოდნენ და ასხვისებდნენ. აღნიშნული ქმედებით ისინი ბინების კანონიერ მესაკუთრეებს ათობით ათასი ლარით აზარალებდნენ.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2012 წლის დეკემბერიდან 2013 წლის ივნისამდე თაღლითური გზით დაეუფლნენ სამი მოქალაქის ბინას, რომლებსაც 40.000, 41.250 და 57.750 ლარის ზიანი მიაყენეს. ისინი ასევე ცდილობდნენ დროებით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მოქალაქის ბინის დაუფლებას, რითაც ბინის მეპატრონეს 48.000 ლარის ზიანი მიადგებოდა.ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით,ზემოქმედებას ახდენდნენ მოქალაქეებზე რათა მათ წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცათ.

 

2013 წლის 3 აგვისტოს, ოთხივე დაკავებულს თაღლითობისთვის, ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის და მოწმეთა მოსყიდვისთვის წარედგინათ ბრალი, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა."- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016