უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 40 წლის ზაზა რაზმაძის დაკრძალვის ხარჯებს გორის და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობები დაფარავენ.
შეგახსენებთ, ზაზა რაზმაძე 2008 წლის აგვისტომს ომში დაღუპული ზვიად რაზმაძის ძმაა, რომელიც 16 თებერვალს აგვისტოს ომის ფოტომ, რომელზეც ძმები რაზმაძეები არიან აღბეჭდილი, მთელი მსოფლიო მოიარა. რაზმაძეებს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ისინი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მათ გარკვეული სახის დახმარებას კვლავაც გაუწევს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ზაზა რაზმაძის ოჯახს ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
„გუშინ, კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად ზაზა რაზმაძე გარდაიცვალა. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილ ზვიად რაზმაძის ძმაზე, რომელთა ფოტოსურათმა მსოფლიო მოიარა. მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს", - ნათქვამია მინისტრის წერილში.