მსოფლიო
კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს
18 თებერვალი, 2014. 13:28
კიევში, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე შინაგანი ჯარების მებრძოლებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტებმა ძალოვანებს ქვები დაუშინეს, რაზეც საპასუხოდ ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
ამასთან, აქტივისტები ძალოვანების კარდონის გარღვევას და უკრაინის უმაღლესი რადას შენობასთან მიახლოებას ცდილობენ. უკრაინულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრუშევსკის ქუჩაზე კვლავ ბორბლებს წვავენ და კოლონებს აგებენ. გრუშევის კუჩაზე ამ დროისთვის დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40