reportiori.ge - სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა 8 აგვისტოსთვის გადაიდო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:42
სამართალი
სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა 8 აგვისტოსთვის გადაიდო
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 19:54

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოსთვის გადაიდო. წინასასამართლო სხდომა დღეს ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდაორი ბრალდებულისთვის პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის საკითხზე ვერ იშუამდგომლა, რადგან პროცესუალურად ამ ეტაპზე სასამართლოს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხზე უნდა ემსჯელა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე კი მტკიცებულების დასაშვებობის შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესებზე მიიღებს, რომელიც 8 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება. 



დაცვის მხარემ ასევე დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა, რომ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმი საქმიდან ამოღებული იყოს, ხოლო ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა მოითხოვაბრალდების მხარეს დღეს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა ორი ბრალდებულისთვის - ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ქაიხოსრიშვილი, გირაოს შეფარდების საკითხი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ბრალდებულების მიმართ, თუმცა დღეს შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო, რადგან თავდაპირველად მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა უნდა დასრულდეს, ხოლო შემდეგ აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. 



მისივე თქმით, გამოძიება დასრულებულია. მოპოვებულია ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც  ამ ეტაპზე ბრალდებულების ბრალეულობას ადასტურებსრაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალეულობას ვერ ადასტურებენ. ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა შუამდგომლობა უსაფუძვლოა. 
დღევანდელ საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის წინასასამართლო სხდომას ცხრავე ბრალდებული ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიებაში შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს
.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016