reportiori.ge - აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების გახსნა გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:41
რეგიონები
აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების გახსნა გრძელდება
18 თებერვალი, 2014. 14:58

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში შპს „საბუდარას" მიერ ახალი  ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს გახსნას დაესწრნენ. საწარმოს დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგრკრედიტის პროექტის  ფარგლებში განხორციელდა.              


 „ჩვენი ამოცანაა სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული მივცეთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემური ღონისძიებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ პროექტით ჩვენ შევძელით გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფინანსური რესურსი. აღნიშნული პროექტის დახმარებით დღეს, სოფელ კრწანისში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა.  შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, როგორც საწარმოების გაფართოებასა და გაძლიერებაზე, ასევე ახალი საწარმოების მშენებლობაზე გაცემულია  400-ზე მეტი სესხი. ამ ეტაპზე  ქვეყნის მასშტაბით 63 ახალი საწარმო დაფინანსდა", - განაცხდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით, შპს „საბუდარამ" 535000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო. აღებული კრედიტით კომპანიამ სოფელ კრწანისში ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს მშენებლობა დაასრულა და ახალი მიმართულებით საქმიანობა - მარცვლეულის გადამუშვება დაიწყო.  კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შპს ,,საბუდარას" საშუალება მიეცა გადამუშავებული მარცვლეულით  საკუთარი წარმოების გარდა,  200-მდე მეწარმე მოამარაგოს.



„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" დახმარებით, გადაიხურა შენობა-ნაგებობები და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი დანადგარები. საწარმო აღიჭურვა სამი საჩეკი და ერთი ინკუბატორის კარადით, სადაც 77 ათასი კვერცხი იჩეკება. კომპანიის მიერ წარმოებულმა საჩეკმა კვერცხმა იმპორტი ჩაანაცვლა და საწარმომ უკვე ექსპორტზე მუშაობა დაიწყო. სომხეთში უკვე გაგზავნილია საცდელი პარტია და მალე, ექსპორტი რეგულარულად განხორციელდება.



შპს „საბუდარაში" ამჟამად  60-მდე ადგილობრივია დასაქმებული.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016