reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობოების განცხადებას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:45
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობოების განცხადებას ეხმაურება
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 21:34

პატიმარ ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყება განმარტავს, რომ ლევან კორტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში - 28 მაისს, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შემდეგი პირები: გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილეები თენგიზ კუჭავა და ივერი გოგიბერიძე. 4 ივნისს, დაკავებული თანამდებობები დატოვეს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ოთარ გულიაშვილმა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ოთარ მარდალეიშვილმა.


სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არასწორადაა ციტირებული პროკურატურის განცხადება, თითქოს, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 
"სინამდვილეში, ზუსტი ციტირება ასეთია: "გეგუთის დაწესებულების თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უგულვებელყოფით, კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა ერთ-ერთ მსჯავრდებულს დაავალა ". რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს, მას აწარმოებს სახალხო დამცველი და მასთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა და მასში მონაწილეობს 20 სხვადასხვა  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც უკვე გაიარეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგი. " - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016