რეგიონები
სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი დაიკარგა
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
18 თებერვალი, 2014. 17:22
თელავის რაიონის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან სტალინის ბიუსტი დაიკარგა.
სტალინის ბიუსტის კვარცხლბეკიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ სოფელ აკურის ტერიტორიული ორგანოსა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
აკურაში, სოფლის ცენტრიდან აღებული სტალინის ბიუსტი ადგილობრივებმა 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმავე ადგილას დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის თებერვალში უცნობმა პირებმა სტალინის ახლად აღდგენილი ბიუსტი ჩამოაგდეს და ვარდისფერი საღებავებით შეღებეს, თუმცა რესტავრირებული ბიუსტი ადგილობრივებმა მალევე დაააბრუნეს უკან.
როგორც ირკვევა, ამჯერად სტალინის ბიუსტი ადგილობრივმა მცხოვრებმა შეინახა, რათა ძეგლი ხელმეორედ არ დააზიანონ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57