reportiori.ge - სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი დაიკარგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:30
რეგიონები
სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი დაიკარგა
18 თებერვალი, 2014. 17:22

თელავის რაიონის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან სტალინის ბიუსტი  დაიკარგა.


სტალინის ბიუსტის კვარცხლბეკიდან  მოხსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ სოფელ აკურის ტერიტორიული ორგანოსა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.


აკურაში, სოფლის ცენტრიდან აღებული სტალინის ბიუსტი ადგილობრივებმა 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმავე ადგილას დააბრუნეს.


შეგახსენებთ, რომ  2013 წლის თებერვალში უცნობმა პირებმა სტალინის ახლად აღდგენილი ბიუსტი ჩამოაგდეს და ვარდისფერი საღებავებით შეღებეს, თუმცა რესტავრირებული ბიუსტი ადგილობრივებმა მალევე დაააბრუნეს უკან.


როგორც ირკვევა, ამჯერად სტალინის ბიუსტი ადგილობრივმა მცხოვრებმა შეინახა, რათა ძეგლი ხელმეორედ არ დააზიანონ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016