reportiori.ge - ქეთრინ ეშტონი: ისტორია და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზეწოლა მიუღებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:33
მსოფლიო
ქეთრინ ეშტონი: ისტორია და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზეწოლა მიუღებელია
18 თებერვალი, 2014. 20:40

უკრაინული კრიზისის ფონზე, ევროკავშირი მოსკოვს ახსენებს, რომ ზეწოლა მიუღებელია.


"საკმარისია გავლენების სფეროებზე მსჯელობა" - ასე ჰქვია ქეთრინ ეშტონის სტატიას, რომელიც გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა. პუბლიკაციით საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა სერგეი ლავროვის წერილს უპასუხა.


ეშტონის თქმით, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტთან დაკავშირებით, წუხილი გამოითქვა. ნაწყვეტი სტატიიდან:


"რუსეთს არაფრის უნდა ეშინოდეს. მეზობლებთან მის ისტორიულ, ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს არაფერი ემუქრება. დამოუკიდებელი კვლევები ამტკიცებს, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ნეგატიურად არ აისახება რუსეთ-უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობაზე. ისტორია და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზეწოლა არათუ მიუღებელია, არამედ ხელს უშლის გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღებას.

 

ვილნიუსის სამიტის დროს ჩვენ ამ აზრზე ვიდექით საქართველოსთან და მოლდოვასთან ჩვენი ურთიერთობების კონტექსტშიც. უკრაინაში შექმნილი სიტუაცია კი ამის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან ვიქტორ იანუკოვიჩის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ღრმა ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია". - აცხადებს ქეთრინ ეშტონი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016