reportiori.ge - კორექტული ვანო და „თავისუფალი“ მოსამართლე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:17
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კორექტული ვანო და „თავისუფალი“ მოსამართლე
18 თებერვალი, 2014. 22:31

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის საქმის განხილვისას, ვანო მერაბიშვილს მოსამართლის რეპლიკა არ მოეწონა და მაგიდას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. თან მიაყოლა: „ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემაო".  იქვე სასამართლოს მის მიმართ მეტი კორექტულობისაკენ მოუწოდა.


ახლა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას - როცა მოსამართლეს იმას ეტყვი, რაც თქვი,  თან მაგიდაზე ხელს დაარტყამ და ამისთვის, დარბაზიდან გაძევებას ვინ ჩივის, ხუთ ლარიან ჯარიმასაც კი არ გამოგიწერენ, მამაცხონებულო, მეტი კორექტულობა იქნებაო?! რა გინდა, რომ უპასუხო? მაგრამ, სწორედაც რომ...


ჯერ ერთი მერაბიშვილი თვითონ იძლევა კორექტულობის უბრალო მაგალითს. აბა დააკვირდით: ხომ შეეძლო ეთქვა - ნუ შემაჩვიე ენაო! მაგრამ ასეთი მიმართვა, ფამილარობად და მოსამართლისადმი უპატივცემულობად ჩაითვლებოდა, ამიტომაც ემოციაც და მიმართვაც „თან"-იან მრავლობითში გადაიტანა და ნუ შემაჩვიეთ ენაო - განაცხადა.


იმასაც იტყვიან მტრები და პოლიტიკურად ანგაჟირებულები, როგორ გაბედა ბრალდებულმა და მოსამართლეს მაგიდაზე ხელი როგორ დაურტყაო. კარგით ერთი! როდემდე უნდა იყოს ეს კაცი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ? მადლობის მაგიერია? აბა, ის იქნებოდა კარგი, ვანოს ფეხსაცმელი რომ გაეხადა და მოსამართლისთვის ესროლა?


საერთოდ, ქალბატონ მოსამართლესაც უნდა გავუგოთ. ხომ შეიძლება მოუცლელობისა და უამრავი საქმის მიუხედავად შესვენების, ან ყავის დალევის მომენტში ადამიანმა პრესასაც გადაავლო თვალი. ჰოდა, ამ დროს გაზეთ „პრემიერთან" ვანოს გუშინდელ ინტერვიუსაც თუ წააწყდი, როგორ ხასიათზე დადგები, როცა წაიკითხავ: „მიხეილ სააკაშვილი როცა დაბრუნდება საქართველოში, სამ თვეში შესძლებს ამ ხელისუფლების დამარცხებასო!". აბა მიშას რას გაუგებ კაცი! ხვალვე რომ ჩამოვიდეს, სამ თვეში ხომ მოგჭამა ჭირი ამ ხელისუფლებამ. და, სად მიდის მერე ვანოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა? ხომ დაენგრა ყველა ოცნება?


ხომ ხედავთ, ისევ ვანოს ტაქტსა და ზრდილობას უნდა ვუმადლოდეთ, თორემ ენა ნუ შემაჩვიე კი არა, რომ ეთქვა ქალო შენ ხომ არ... და აღარ გავაგრძელებ, სასამართლო მთლად ნასიამოვნები არ დარჩებოდა, მაგრამ  იმის გარანტიას გაძლევთ, რომ ვანოს ფეხებსაც ვერავინ მოჭამდა!


იურისტებისგან გვსმენია, რომ არც თუ იშვიათად, ყველაზე კარგი მოწმე განსასჯელის საქციელიაო.


ცნობილია რომ მოსამართლეს განაჩენი, კანონთან ერთად, სინდისის კარნახით და საკუთარ რწმენასთან შეთანხმებითაც გამოაქვს. შეკითხვისთვის ვერავინ გაგვასამართლებს და გვინდა ძალიან სერიოზულად ვკითხოთ, ქალბატონ ხათუნა ხარჩილავას და სხვა მოსამართლეებსაც, იმათ ვისაც მერაბიშვილ-ახალია-უგულავებისთვის დასტა-დასტად გამოაქვთ გამამართლებელი განაჩენი: როცა ბედავს და ბრალდებულის სკამზე მჯდომი, ცინიზმად ქცეული მერაბიშვილი სასამართლოს აყენებს შეურაცხყოფას, წარმოგიდგენიათ თუ არა, რას დამართებდა შინაგან საქმეთა მინისტრობისას დასაჭერად გამზადებულ დამნაშავეს თუ უდანაშაულოს?


ამაზე რწმენა და სინდისი რას გეუბნებათ!


აქვე, თავს ვერაფრით ვიკავებთ, რომ ერთი შეკითხვა იუსტიციის საბჭოს და მის თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილსაც არ დავუსვათ: როგორ მიგაჩნიათ - მერაბიშვილის საქციელი უბრალოდ, ბრალდებულის თავხედობაა, თუ მთლიანად ქართული სამართლის შეურაცხყოფა? და, თუ გვეთანხმებით, მაშინ ისიც აგვიხსენით, რა ზაფრა  შეგყარათ ვანო მერაბიშვილმა ისეთი, რომ დღემდე შიშით ძრწით და კანკალებთ?! 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016