reportiori.ge - რუსთავში თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:11
სამართალი
რუსთავში თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 11:19

რუსთავის რაიონული პროკურატურის და შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს. ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით ქალაქ რუსთავში დროებით უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბინებს ეუფლებოდნენ და ასხვისებდნენ. აღნიშნული ქმედებით ისინი ბინების კანონიერ მესაკუთრეებს ათობით ათასი ლარით აზარალებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2012 წლის დეკემბერიდან 2013 წლის ივნისამდე თაღლითური გზით დაეუფლნენ სამი მოქალაქის ბინას, რომლებსაც 40.000, 41.250 და 57.750 ლარის ზიანი მიაყენეს.


ისინი ასევე ცდილობდნენ დროებით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მოქალაქის ბინის დაუფლებას, რითაც ბინის მეპატრონეს 48.000 ლარის ზიანი მიადგებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ზემოქმედებას ახდენდნენ მოქალაქეებზე, რათა მათ წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცათ.2013 წლის 3 აგვისტოს, ოთხივე დაკავებულს თაღლითობისთვის, ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის და მოწმეთა მოსყიდვისთვის წარედგინათ ბრალი, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.


მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილ სხვა მსგავს ფაქტებთან და მათ სხვა თანამონაწილეებთან დაკავშირებით გამოძიება ინფორმაციას ფლობს, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016