reportiori.ge - მამა გაბრიელის ნეშტს „სამების“ ტაძარში დაასვენებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:46
რელიგია
მამა გაბრიელის ნეშტს „სამების“ ტაძარში დაასვენებენ
ავტორი:
19 თებერვალი, 2014. 11:17



საპატრიარქოში წმინდანების საფლავების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, 20 თებერვალს, 17:00 საათზე ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

 

დეკანოზ დავით შარაშენიძის ინფორმაციით, იმავე დღეს 17:00 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება. 22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.

 

წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს, 19:00 საათზე, ხოლო კვირას საზეიმო წირვა დაიწყება 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა დეკანოზმა.

 

მისივე თქმით, 24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს მას.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016