ბათუმში ბარ-რესტორნებს საჭირო ლიცენზიის გარეშე ქართველი და უცხოელი ავტორების სიმღერების ჩართვა იკრძალება. ამის გამო, ბათუმში არსებული მსხვილი ობიექტის ნაწილმა მუსიკა გამორთო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მხრიდან ცუდი ტენდენციაა, როდესაც ამაზე საუბარი სწორედ აგვისტოს თვეში მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი პიკშია და დასვენებელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.
„თუ ასოციაცია ლიცენზიის გამკაცრებას გეგმავდა, ჯობდა ეს გაცილებით ადრე გაეკეთებინა" აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე თქმით, ასოციაციის მსგავსი გადაწყვეტილება არასასურველია, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა აჭარის მხოლოდ მცირე კვების ობიექტებშია გამორთული. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის გიგა კობალაძის განცხადებით, კი ყველა ობიექტი ერთი წლით ადრე იყო გაფთხილებული და საჭირო ლიცენზიის შეძენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაბამისმა ობიექტებმა კიდევ ერთი თვის წინ მიიღეს, თუმცა ბათუმში არსებულმა 6 -მა ობიექტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ასოციაცია იძულებული გახდა სასამართლოსთვის, მსგავსი ობიექტებისთვის მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენების უფლების შეზღუდვით მიემართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა
კობალაძის განმარტებით, საავტო უფლების გადასახადი ყველაზე დაბალი საქართველოშია და ჰონორარის საშუალო გადასახდი 100 ლარს შეადგენს , მაშინ როდესაც მეზობელ ქვეყნებაში მსგავსი გადასახდი ოჯერ უფრო მაღალია. „ბიზნეს სუბიექტების 90% -მა აღნიშნული გადასახადისთვის მზად ყოფნა გამოთქვა, მხოლოდ მცირე ნაწილია უარზე, ჩვენ როგორც ქართველ , ისე უცხოელი მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებთან შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ საავტრო ჰონორარის გადასახადი საქართველოში დაბალი ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით",- აცხადებს კობალაძე. მისივე თქმით,აღნიშნული გადასახადი მისი მიზერული რაოდენობიდან გამომდინარე არც ერთი ბიზნესს ობიექტის არ დააზარალებს და და მით უმეტეს ტურიზმზე ვერ იმოქმედებს ამ დროისთვის ობიექტების უმეტესობას მსგავსი ლიცენზია უკვე გააჩნია.