reportiori.ge - საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციამ ტურისტული სეზონის პიკზე მოთხოვნები გაამკაცრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:09
საზოგადოება
საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციამ ტურისტული სეზონის პიკზე მოთხოვნები გაამკაცრა
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 11:34

ბათუმში ბარ-რესტორნებს საჭირო ლიცენზიის გარეშე ქართველი და უცხოელი ავტორების სიმღერების ჩართვა იკრძალება. ამის გამო, ბათუმში არსებული მსხვილი ობიექტის ნაწილმა მუსიკა გამორთო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით,  საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მხრიდან ცუდი ტენდენციაა, როდესაც  ამაზე საუბარი სწორედ აგვისტოს თვეში მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი პიკშია და დასვენებელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.



თუ  ასოციაცია ლიცენზიის   გამკაცრებას   გეგმავდა,  ჯობდა ეს გაცილებით ადრე გაეკეთებინა" აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე თქმით,   ასოციაციის მსგავსი გადაწყვეტილება არასასურველია, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა აჭარის მხოლოდ მცირე კვების ობიექტებშია გამორთული. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის გიგა კობალაძის განცხადებით, კი ყველა ობიექტი  ერთი წლით ადრე იყო გაფთხილებული და  საჭირო ლიცენზიის შეძენის შესახებ დამატებითი   ინფორმაცია  შესაბამისმა ობიექტებმა კიდევ ერთი თვის წინ მიიღეს, თუმცა ბათუმში არსებულმა 6 -მა ობიექტმა  მოთხოვნა არ  დააკმაყოფილა და ასოციაცია იძულებული გახდა სასამართლოსთვის,   მსგავსი ობიექტებისთვის მუსიკალური ნაწარმოებების  გამოყენების უფლების შეზღუდვით მიემართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა


კობალაძის განმარტებით, საავტო უფლების გადასახადი ყველაზე დაბალი საქართველოშია და ჰონორარის  საშუალო გადასახდი 100 ლარს შეადგენს , მაშინ როდესაც მეზობელ ქვეყნებაში მსგავსი გადასახდი ოჯერ უფრო მაღალია. ბიზნეს სუბიექტების 90% -მა  აღნიშნული გადასახადისთვის მზად ყოფნა გამოთქვა, მხოლოდ მცირე ნაწილია უარზე, ჩვენ  როგორც ქართველ , ისე უცხოელი  მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებთან შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ საავტრო ჰონორარის გადასახადი საქართველოში დაბალი ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით",- აცხადებს კობალაძე. მისივე თქმით,აღნიშნული გადასახადი მისი მიზერული რაოდენობიდან გამომდინარე არც ერთი ბიზნესს ობიექტის არ დააზარალებს და და მით უმეტეს ტურიზმზე ვერ იმოქმედებს ამ დროისთვის ობიექტების უმეტესობას მსგავსი ლიცენზია უკვე გააჩნია.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016