ბუკინგემის სასახლეში ოთხდღიანი კორონაციის ფესტივალი - „სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენა“ გაიმართა, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლიდან 60 წლისთავს მიეძღვნა.
ოთხდღიანი კორონაციის ფესტივალი ბუკინგემის სასახლის ბაღში სამეფო კარის ოფიციალურ მომწოდებელთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. კონცერტში მონაწილეობა ბევრმა ცნობილმა მომღერალმა მიიღო, მათ შორის - ქართველმა ქეთი მელუამ, რომელმაც თავისი ახალი სიმღერა I Will Be There შეასრულა.
მომღერალს ლონდონში ინცინდენტიც შეემთხვა. ის ქუჩაში გაძარცვეს. მძარცველებმა ვარსკვლავს ტელეფონი iPhone მაშინ წაართვეს, როდესაც რუკის აპლიკაციის დახმარებით საკუთარი საცხოვრებლის მოძებნას ცდილობდა.
„ჩემს უკან სირბილის ხმა გავიგონე, შემოტრიალებას ვაპირებდი, ვიგრძენი ტელეფონი ხელიდან როგორ ამასხლიტეს. დამფრთახალი და გაოგნებული ვიყავი“,- აღნიშნა ქართველმა მომღერალმა.