თბილისის ზოოპარკში კიდევ მატებაა. მამრი ზებრა დაიბადა. პატარა კარგად გრძნობს თავს. მისი დედისთვის ეს პირველი შვილია და ცდილობას კარგად მოუაროს პატარს.
ზებრა, აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად ბუნებაში ზებრას სამი სახეობა გვხვდება: ბურჩელის ზებრა (იგივე კვაგა), მთის ზებრა და გრეივის, ანუ უდაბნოს ზებრა. ზებრა, აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
ამჟამად ბუნებაში ზებრას სამი სახეობა გვხვდება: ბურჩელის ზებრა (იგივე კვაგა), მთის ზებრა და გრეივის, ანუ უდაბნოს ზებრა. ზებრა დიდ ჯოგებად ცხოვრობს, ის ტყიან ადგილებსა და ბუჩქნარშია გავრცელებული. ზებრის ხსენებისას ადამიანთა უმრავლესობას მისი გამორჩეული, შავ-თეთრი შეფერილობა და ზოლები ახსენდება. რომელთა დანიშნულების შესახებაც უამრავი მოსაზრება არსებობს. ითვლება, რომ ზოლების მოხაზულობის წყალობით ზებრები ერთმანეთს ცნობენ (აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ზებრას ინდივიდუალური და განსხვავებული ზოლები აქვს). ზებრას კარგად განვითარებული გრძნობის ორგანოები გააჩნია. მას შესანიშნავი მხედველობა აქვს, როგორც დღისით ასევე ღამით. (ითვლება, რომ მას ფერების გარჩევაც შეუძლია) ასევე კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა (ზებრას ყურების მოძრაობა თითქმის ყველა მიმართულებით შეუძლია).ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, წონა 350 კგ-მდე. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა.ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან.
თბილისის ზოოპარკში ზებრების ნახვა პარკის ბოლოში ე.წ. „აფრიკის ვოლიერში შეიძლება“. სადაც ამჟამად ოთხი მამრი და ორი მდედრი, ანუ ფაშატი ბურჩელის ზებრა (Burchells zebra) ბინადრობს. მათგან ორი ჩვენს ზოოპარკში დაიბადა, რასაც განსაკუთრებით მათ ვოლიერში არსებულმა კარგმა პირობებმა შეუწყო ხელი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)