reportiori.ge - პატრიარქმა ღირსი მამა გაბრიელის ჩასასვენებელი აკურთხა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:51
რელიგია
პატრიარქმა ღირსი მამა გაბრიელის ჩასასვენებელი აკურთხა
19 თებერვალი, 2014. 21:28



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღირსი მამა გაბრიელის ჩასასვენებლი აკურთხა. კურთხევის ამსახველი ფოტოები, ბოდბელი ეპისკოპოსის-მეუფე იაკობის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახესენებთ, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამა გაბრიელის საფლავს 22 თებერვალს, 12:00 საათზე გახსნიან. წმინდა ნეშტს ჯერ სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაასვენებენ, 18:00 საათზე კი სვეტიცხოველში.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა შაბათს, 19:00 საათზე აღევლინება, კვირას კი 10:00 საათზე საზეიმო წირვა დაიწყება. წირვა-ლოცვას, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.

 

 

24 თებერვალს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. მრევლს საშუალება ექნება, მას პატივი მიაგოს, შემდეგ კი წმინდა ნაწილებს სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაკრძალავენ.

 

 

22 თებერვალს, მამა გაბრიელის საფლავთან ერთად, მისი მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი – იოანეს და ღირსი მამა იოანეს საფლავებიც გაიხსნება.

 

მამა გაბრიელი 1929 წელს დაიბადა და პირველი ადამიანი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ბერად აკურთხეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში გაატარა, სადაც 1995 წელს გარდაიცვალა.

 

საქართველოს მართლმადიდებლური  ეკლესიის  წმინდა  სინოდმა ბერი გაბრიელი 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად  შერაცხა.  მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაწესდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016