რეგიონები
ლაშა ადამია: მხარს ვუჭერთ იმ ხალხს, რომელიც ცდილობს, რუსეთის ბრჭყალებს გაექცეს
ავტორი: ნინი მოდრეკილი
19 თებერვალი, 2014. 21:56
ბათუმში, ვარდების სკვერში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სკვერში დროშებითა და ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორის, "ახალგაზრდული ინიციატივა - მომავალი საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, ლაშა ადამიას თქმით, ბათუმელები უკრაინის ევროპულ არჩევანს მხარს უჭერენ და მწუხარებას გამოთქვამენ დაღუპულების გამო.
"ვმართავთ სოლიდარობის აქციას და მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროპულ არჩევანს. მწუხარებას გამოვთქვამთ აქციაზე დაღუპულების გამო. მხარს ვუჭერთ იმ ხალხს, რომელიც ცდილობს რუსეთის ბრჭყალებს გაექცეს", - აღნიშნა ლაშა ადამიამ.
ვარდების სკვერში უკრაინის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57