ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში პროფესიული გადამზადების კურსები დაიწყო. კურსების მიზანია ხელი შეუწყოს ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, სხვადასხვა ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება ბენეფიციარებს, გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები და დასაქმდნენ. მთლიანობაში კურსები დაახლოებით 500-მდე ყოფილი მსჯავრდებულისთვისაა შეთავაზებული.
"ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციისა და რეაბილტიაციის პროგრამა 2012 წლის ბოლოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროგრამას სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი" ახორციელებს. პროფესიული გადამზადების კურსების მიზანია ხელი შეუწყოს ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, სხვადასხვა ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება ბენეფიციარებს, გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები და დასაქმდნენ. მთლიანობაში კურსები დაახლოებით 500-მდე ყოფილი მსჯავრდებულისთვისაა შეთავაზებული. პროფესიული გადამზადება ისეთ კურსებს მოიცავს, როგორიცაა: მცირე ბიზნესის მწარმოებელი, ბუღალტერიის საფუძვლები, ოფისის მენეჯერი, მარტივი კომპიუტერული უნარები, სადურგლო საქმე, ელექტრომემონტაჟე, ელექტროშემდუღებელი, სტილისტი და სხვა. სულ შემოთავაზებულია 18 დასახელების კურსი. თითოეული კურსი 2 - 3 თვიანი ხაგრძლივობისა და ყველა მათგანი თბილისში ტარდება. იგეგმება 40 ბენეფიციარისთვის კურსების თბილისთან ახლოს მდებარე რეგიონში ჩატარება. კურსები 2013 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება." - აცხადებენ სამინისტროში.