კულტურა
გიორგი მარგველაშვილი თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენის გახსნას დაესწრება
ავტორი: თეო ტაბატაძე
20 თებერვალი, 2014. 12:39
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენის გახსნას დაესწრება. გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში მოეწყობა.
მოწვეულ სტუმართა შორის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები არიან. პრეზიდენტის სასახლე, რომლის ჰოლში 50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრები (ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო-ვიდეო არტი, პერფორმანსი, ინსტალაცია) განთავსდება, ექსპოზიციას 23 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. 21 თებერვლიდან გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლება.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50