საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ძალიან მალე საზოგადოება მათ სახელებს გაიგებს, ვინაც პრემიერ-მინისტრი ჟვანია სიცოცხლეს გამოასალმა – „რაც პროკურატურის დასკვნაში ეწერება, საზოგადოებამ ამის შესახებ ისედაც იცის, თანაც ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულების შესახებ მოვისმინეთ, ისეთი კადრები ვნახეთ, ამაზე მეტი ვეღარაფერი გაგვაოცებს. ერთადერთი, ის მოხდება, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გაიგებს, რაზე იყო წამსვლელი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი“ – ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტი „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ რეჟიმს გადამწყვეტი დარტყმა ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებულმა კადრებმა მიაყენა – „რაც ბედუკაძემ გააკეთა, ეს იყო გმირობა! შესაბამისად მე სრულად ვეთანხმები არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.