reportiori.ge - ნესტან კირთაძე პარტიების პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობის საშიშროებაზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:24
საზოგადოება
ნესტან კირთაძე პარტიების პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობის საშიშროებაზე საუბრობს
20 თებერვალი, 2014. 15:33

„ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის" ლიდერმა ნესტან კირთაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში საარჩევნო გარემოზე და ამ არჩევნების შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობის საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„როდესაც საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებზე, მაშინ საინიციატივო ჯგუფები სრულიად ფუჭია. მაჟორიტარები არიან აბსოლუტურად უფუნქციო, ზედმეტი დანამატები პოლიტიკურ სისტემაში, რომლებიც არაფერს არ უკეთებენ თავის ხალხს და მას ხელისუფლება ყოველთვის თავის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს", - განაცხადა კირთაძემ.


როგორც კირთაძე აღნიშნავს, იგი მრავალპარტიულობის მომხრეა, თუმცა ამასთანავე იმ ორპარტიულ პოლიტიკურ სისტემაზე საუბრობს, რომელიც მისი აზრით, სხვა პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობას შეუწყობს ხელს.

 

„საქართველოში უკვე შეიქმნა ორპარტიული პოლიტიკური სისტემა. ახლა, კოდექსი და გარემო მთლიანად მორგებული იქნება ამ სისტემის შენარჩუნების და კიდევ უფრო გაძლიერებისათვის. თუკი პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ყურადღებით, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები, ისინი მხოლოდ ინტერესთა კლუბებად გადაიქცევიან და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა საქართველოში გაქრება", - აღნიშნა  ნესტან კირთაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016