იტალიის პრესტიჟულ თერტრ „ტეატრო ვალეში" ქართული კინოს ფესტივალი სახელწოდებით „ქართული დუღილი" გაიხსნა.
კინოფესტივალი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმის „შანტრაპას" პრემიერით გაიხსნა, რომელიც ცნობიმა იტალიელმა კინოკრიტიკოსმა ენრიკო გეძიმ წარადგინა. ჩვენების შემდეგ, იოსელიანმა მაყურებლების კითხვებს უპასუხა.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თინათინ გურჩიანის ფილმი „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს", ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები", რუსუდან ჭყონიას „გაიღიმე" და გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი".
1-ელ მარტს კვირეულის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის პრეზიდენტი ნანა ჯანელიძე და კინოცენტრის თანამშრომლები იტალიელ პროდუსერებსა და კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, სადაც ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
ფესტივალი იტალიაში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
ქართული კინოს ფესტივალი იტალიაში 2 მარტს დაიხურება.