reportiori.ge - ნორიოს ნაგავსაყრელზე 4 200 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი გაანადგურეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:50
სამართალი
ნორიოს ნაგავსაყრელზე 4 200 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი გაანადგურეს
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 15:50

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი, კონტრაფაქციული საქონელი ნორიოს ნაგავსაყრელზე გაანადგურეს. აღნიშნული ტვირთი, კანონმდებლობის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ფაქტის შესახებ ეცნობა, როგორც სასაქონლო ნიშნის უფლების, ასევე კონტრაფაქციული საქონლის მფლობელებს. საპასუხოდ, წარმოდგენილ იქნა შეთანხმება, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე. საქონელი განადგურდა სასაქონლო ნიშნის მფლობელის ხარჯითა და შემოსავლების სამსახურის ზედამხედველობით.

კონტრაფაქციული საქონელი 22 ივლისს საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა. კომპანიას იმპორტის სასაქონლო ოპერაციით საქართველოში 3 942 აშშ დოლარის ღირებულების არაყი «БЕЛЕНЬКАЯ» - 200 ყუთი (2 400 ბოთლი) 0,5-ლიტრიანი და 200 ყუთი (1 800 ბოთლი) 1,0-ლიტრიანი შემოჰქონდა. აღნიშნული სასაქონლო ნიშანი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" ბრძანების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს.

 

საბაჟო დეპარტამენტმა ასევე შეაჩერა სომხეთიდან გამოგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის ნაწილის, კერძოდ, სასაქონლო ნიშნით - „ТАЛКА" - ნიშანდებული 100 ყუთი (1200 ბოთლი) არყის (სულ 867 აშშ დოლარის ღირებულების) გაფორმების პროცედურები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016