reportiori.ge - ტელეკომპანია "რასიას" გადამღები ჯგუფი თბილისში მდებარე ლუგარის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:58
საზოგადოება
ტელეკომპანია "რასიას" გადამღები ჯგუფი თბილისში მდებარე ლუგარის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 15:56

რუს ტელერეპორტიორებთან ერთად, ლაბორატორიაში რამდენიმე ქართული მედიასაშუალებაც დაუშვეს, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევებსა და საცავებს გაეცნენ. ტელეკომპანია "რასიას" რეპორტიორის, ალექსანდრე რაგატკინის თქმით, ნანახითა და მის მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხებით აღფრთოვანებულია.


თქვენ იცით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღშფოთება გამოთქვა რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აშშ-ის დაფინანსებით ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ თხოვნა გამოვგზავნეთ ამ ლაბორატორიიის ხელმძღვანელობასთან რეპორტაჟის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენდა გასაკვირად გვითხრეს, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში, ჩვენი თავლით გვენახა, რომ აქ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ასევე, გავცნობოდით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს აქ. რუსეთის საგარეო სამინისტროს შეშფოთების საფუძველი არ აქვს, რადგან აქ არანაირი ბიოლოგიური იარაღი არ მზადდება. ჩვენ ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ ყველა კითხვაზე გულღია პასუხები გაგვცა. ასევე, ქართული მხარისგან პასუხები მივიღეთ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს მიერ დასმულ კითხვებზეც. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ნანახით",-განაცხადა ალექსანდრე რაგატკინმა.


ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესები ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ლაბორატორიის თანამშრომლებმა გააცნეს.


ლაბორატორიაში უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკით ხდება მავნე და განსაკუთრებით საშიში დაავადებებების ბაქტერიებისა და შტამების შესწავლა-ანალიზი. საკვლევი ნიმუშები სპეციალურ ოთახში, სამაცივრო კონტეინერებში მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე ინახება, რაც გამორიცხავს აღნიშნული ბაქტერიების გარემოში მოხვედრას და გარემოს დაინფიცირებას.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016