reportiori.ge - ,,წამლავენ'' თუ არა ქართულ ჯარს არჩილ გეგენავას კუთვნილი პროდუქტებით?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:19
ჭორ - REVIEW
,,წამლავენ'' თუ არა ქართულ ჯარს არჩილ გეგენავას კუთვნილი პროდუქტებით?
06 აგვისტო, 2013. 16:17

წელს, ივნისში, თავდაცვის სამისინტროს ქუთაისის ბაზაზე 160 ჯარისკაცი მოიწამლა.

სამწუხაროდ, ეს ჭორი არ არისსიმართლეა!


ჭორი არც ის გახლავთ, და ამის შესახებ გენერალ გიგი კალანდაძის პროცესზეც ითქვა, რომ ქართულ ჯარში ეს პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, რამდენიმე ხნით ადრე მსგავსი თბილისშიც მოხდა და უხარისხო საკვებმა პროდუქტებმა, ლამის, 35 ჯარისკაცი იმსხვერპლა.



ისიც სიმართლეა, რომ ჯარისკაცების  მოწამვლის გამო ქართული კვების კომპანიისმენეჯმენტი შეიცვალა. კომპანიისა, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სამხედროების კვებას. მოხდა ისიც, რომ  თავდაცვის სამინისტროში ჩაიშალა ტენდერებიც.



ეს ყველაფერი ასე მოხდა და სიმართლეა, მაგრამ რამდენად არის სიმართლე ის  ჭორი, რომ ტენდერის ჩაშლის" მიზეზი კომპანია ეკო მითი" იყო და რომლის გამარჯვებაც თითქმის ყუაზე იყო მისული...  

დადის მოარული ხმები იმის შესახებაც, რომ ამის შემდეგ, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ქუთაისში სამხედრო ნაწილების პროდუქტით მომარაგებას ისევ აგრძელებენ შაშკინისა და ახალაიას მინისტრობის დროინდელი მომმარაგებლები - ფუდსერვისი", მეგაფუდი", ექსმეტი" ამარაგებენ  იმიტომ, რომ ყავთ გავლენიანი პატრონი - არჩილ გეგენავახელისუფლება შეიცვალა. თუმცაარჩილ გეგენავა არ იცვლება!



დიახ, გეგენავა შეუცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე და მისი ფირმების საქმიანობაზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა... მათ შორის ვერსიაშიც" გამოქვეყნდა ვრცელი სტატია. ამ ეტაპზე არავინ არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ახლა ვისი წყალობით ინარჩუნებს გავლენებს არჩილ გეგენავა თავდაცვის სამინისტროში. არადაგიგი კალანდაძის სასამართლო პროცესზე ამ ფაქტებს ჯიუტად ასახელებენ და მრავალმნიშვნელოვან კითხვებსაც სვამენ.



მოგეხსენებათ, ჭორი მეტ-ნაკლებად დაუსაბუთებელ ამბავს ნიშნავს. ჰოდა, ერთი ასეთი ვარაუდი, ანუ ჭორი მეგაფუდშიც" გვითხრეს:  თურმე, ისინი აღარ ამარაგებენ თავდაცვის სამინისტროს საკვები პროდუქტებით.

როდიდან? დუმილი!

მიზეზი - ისევ დუმილი!

რატომღაც გვგონია, რომ ეს ჭორი, ამ თემაზე, უკანასკნელი არ არის...

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016