reportiori.ge - არასრულწლოვანის ადვოკატი: პოლიციის მხრიდან მოზარდზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:14
სამართალი
არასრულწლოვანის ადვოკატი: პოლიციის მხრიდან მოზარდზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 16:32

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სამეგრელოში არასრულწლოვანზე პოლიციის მხრიდან ზეწოლასა და ძალადობასთან დაკავშირებით, მოზარდის ადვოკატი სიცრუეს უწოდებს.


როლანდ შონიას განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ჩვენება მისცა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „არასრულწლოვანმა მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მან დეტალურად აღწერა თუ როგორ მოხდა ამ წამლის მიღება, რომ შემთხვევით მოუვიდა დიდი დოზა, რომ დალია ის წამალი, რომლემაც თავიდან არ იმოქმედა და 20 წუთში ისევ მიაყოლა ორმაგი დოზა. ეს არანაირ კავშირშია რამე ზეწოლასთან და ზემოქმედებასათან. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“-აცხადებს მოზარდის ოჰახის ადვოკატი, როლანდ შონია.


არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის "ინფორმაციით აბაშაში პოლიციელის მხრიდან ჩადენილი ძალადობის გამო 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა დიდი ოდენობით საძილე პრეპარატების დალევით სცადა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცადებით აბაშის პოლიციის თანამშრომელი ირაკლი კუპრავა მოზარდს თანაკლასელებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებას აიძულებდა, რაზეც მოზარდმა უარი განაცხადა. „თავისუფალი ზონის“ინფორმაციით ამის შემდეგ კუპრავამ მასზე დედის თვალწინ განახორციელა ძალადობა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016