reportiori.ge - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 00:32
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (ვიდეო)
ავტორი: რეპორტიორი
21 თებერვალი, 2014. 02:16

22 თებერვალს, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაკადის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

1. 22 თებერვლის 09:00 საათიდან 24 თებერვლის 12:00 საათამდე:

ა) თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრიდან (გლდანის ხიდები, ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევი) დასავლეთის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალული იქნება.

ბ) ასევე გადაიკეტება ქალაქ მცხეთაში შესასვლელი და გამოსასვლელი ყველა შემოვლითი გზა;

გ) თბილისიდან დასავლეთში მიმავალი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ავჭალა-ზაჰესი-მცხეთის შემოვლითი გზით ისარგებლებს (გლდანის ხიდები- ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევიდან).

დ) დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ცენტრალურ მაგისტრალზე შეუფერხებლად იმოძრავებს.

2. შაბათ-კვირას, დილის 06:00 საათიდან მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავლენ - ვაგზლის მოედნის („თბილისი ცენტრალის" წინ მდებარე ავტოსადგომიდან), მეტროსადგურ „დიდუბის" (ზედა გასასვლელი) და ჰიპერმარკეტ „გუდვილის" (დიდ დიღომში) მიმდებარე ტერიტორიიდან.

3. დასავლეთ საქართველოდან მცხეთაში ჩასვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში, „გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრონ მცხეთაში;

4. ასევე სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა თბილისი-მცხეთის მიმართულებით.

იმისათვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016