reportiori.ge - არადა, რა იყო მაინც დღემდე... (დავით აღმაშენებლიდან - მიშამდე და უმისობამდე)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 00:54
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არადა, რა იყო მაინც დღემდე... (დავით აღმაშენებლიდან - მიშამდე და უმისობამდე)
06 აგვისტო, 2013. 16:40

მიხეილ სააკაშვილის ამაოება


ამ სამიოდე კვირის წინ შეუთავსებელთა შეთავსებით წარსდგა მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ტელესაზოგადოების წინაშე რუსთავი-2-ის ტელეშოუთი, რომელიც, ერთის მხრივ, რეკვიემის გამოსამშვიდობებელი აქცენტების სტრავინსკის „პეტრუშკასთან" შეთავსებას ცდილობდა, მეორე მხრივ, ლენინის ცხედრის წინაშე სტალინის წარმოთქმულ სამგლოვიარო სიტყვის - „მიდიოდა რა ჩვენგან ამხანაგი ლენინი, გვიანდერძა..." ნაზავად წარმოგვიდგებოდა მენდელსონის „საქორწინო მარშის" სიცოცხლით სავსე მელოდიასთან.

 

90 წუთი ობივატელურ-პროვინციული თავდაჯერებულობის:

 

„Ангорской кошки дикий взгляд / И облик Иверской Мадонны, / Но все манеры говорят, / Что Вы, мадам из Зестафони." - პაოლო იაშვილისა არ იყოს...

ზესტაფონს რას ვერჩი, მაგრამ ხელი გამექცა და შავით თეთრზე თავისით იწერებოდა:

კურორტ წყალტუბოს გაუქმებული აბაზანების სიცარიელით სავსე თვალებით შეჰყურებდა ჟურნალისტი ქალბატონი მიხეილ სააკაშვილს. ისეთი ღრმა და მოცულობითი იყო ეს მზერა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის მანიაკალურ თვითგანდიდებას სრულიად იტევდა. კიდევ რჩებოდა იმდენი, დიდ ქვაბში რომ არ ეტეოდა.

 

იდგა სოფლის შარაგზის წყალგამყოფზე გაბერილი სიყალბე - ერთი ფეხით აქეთ, მეორეთი - იქით და იყოფოდა ორად ეს გზაც სანახევროდ დაგებული ასფალტით და საქართველოც: დავით აღმაშენებლიდან მიშამდე - რვა საუკუნე სრული უპერსპექტივობის (როგორც თვითონ მიიჩნევს) და კატასტროფა პრეზიდენტობიდან მისი წასვლის შემდეგ, უმისობამდე!

არადა, რა იყო მაინც დღემდე...

 

- მისა! მისა! მისა! - მისი სახელის სკანდირებას ასწავლიდნენ საბავშვო ბაღების პატარებს მორიგი საჩვენებელი ობიექტის საზეიმოდ გახსნაზე, თანახ არაერთხელ...

 

მივყავდით მის რევოლუციურ მატარებელს რეფორმირებული საქართველოს გაბრწყინებული მომავლისკენ.

 

ახლაც ითავსებს სემაფორის ფუნქციას: აინთება მწვანე შუქი და ვირტუალური ყოფითობის ტალღებზე აანავნავებს ავლაბრის სასახლეში მისი ადმინისტრაციის ბარნოვების მიერ ქუჩა-ქუჩა შეგროვილ ნაცაუდიტორიას, შეაქუჩებენ ნაცნარჩენებს.

 

შექუჩება რუსულიდან მოდის - куча-დან, გროვადან, რაიც სლენგით ნიშნავს მონელებული პროდუქის გროვას, რომელიც მაინც და მაინც კოკო შანელის სუნამოს სურნელებით არ არის გამორჩეული.

 

არადა, ერთხელ შეუგროვეს კიდეც უნივერსიტეტების „ჩარეცხილი" პროფესურა და მასპინძელმაც არაერთხელ დაუტკბო წყენანი ორდენების ჩამორიგებით...

 

და, ასე თანდათან - კაკალაშვილის პოეზიიდან „ერთი მესხი მელექსის" „მაღალი, დაბალის" გავლით ქსოვრელების „კაკლის მურაბამდე":

 

„მოდი ჩემთან, ლამაზო,/ჩემო კაკლის მურაბა..."

 

არ ვიცი, ჩაიკოკლოზინეს თუ არა შელახული პატივმოყვარეობა მიწვეულმა ყოფილმა „ჩარეცხილებმა". მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ბოლოსაც, არავის შეუქცევია ზურგი დამჯილდოებლისთვის. ამის შესახებ იყო, თემო გოცაძემ, საქართველოს სახალხო მხატვარმა რომ თქვა ერთ-ერთ გამოუქვეყნებელ ინტერვიუში:

 

- ყველას ვერ მოსთხოვ ნოდარ მგალობლიშვილობას, რომელმაც შევარდნაძეს ღირსების ორდენი  დაუბრუნა.

 

ბატონმა ნოდარმა თავისი ეს ნაბიჯი ასე ახსნა: „შევარდნაძეს კი არ ვერჩოდი პირადად, სისტემის წინააღმდეგ გამოვედიო...

 

რა განსხვავებაა, იცით, სააკაშვილსა და შევარდნაძეს შორის? სააკაშვილი თვითონ იყო სისტემა - თავიცა და ბოლოც - ანიდან ჰოემდე!

 

მასთან შეხვედრებზე, ამ ბოლოსაც, არ გამოჩნდა ავლაბრის სასახლეში სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადამდგმელი არცერთი კაცი! სამწუხაროდ!

 

სამაგიეროდ, „კაკლის მურაბამ იჩინა თავი, როცა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაკრიტიკებლად, ჩვეულებისამებრ უადგილოდ, კაკლის მურაბის მომპარავ ბავშვებს შეადარა ძალოვნები - ასე იქცევიანო..

 

მორუჩენელი ფობიაა - სახელმწიფოს მართვასთან შეუთავსებელი პრიმიტიული, ბავშვური კი არა, ბოროტი ლოგიკა.

 

როგორც ექსპერტმა კახი კახიშვილმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა, სააკაშვილის გამოსვლებს უნდა დაედოს გრიფი „საიდუმლოდ", თორემ კიდევ ბევრ უბედურებას გადაგვყრისო. მწვერვალი კი მაინც აშშ ელჩისა და სააკაშვილის განცხადებების შეუთავსებლობა იყო 2011 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. სუპერთაღლითობა! ვის აუწვავს კანჭებს ლახტის ქამრები?

 

სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან გაუგრძელდა კოჰაბიტაციის თაფლობის თუ კაკლის მურაბის თვე ნაციონალ ბოლშევიკებთან. არადა, ეს ორი პოლიტიკური მოძრაობა ისევე შეუთავსებელია ერთმანეთთან, როგორც სააკაშვილის ამაოება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ...

 

P. S. მთავრდება ტკბილი ცხოვრება, მიხაილ, და აწი, გინდა ჰალვა, ჰალვა იძახე, გინდა „კაკლის მურაბა" იმღერე, მარცხის სიმწარეს ვეღარ გაიტკბილებ ყოველდღიური ტელექადაგებებით თემაზე „მიშა მაგარია"...

 

ისე, იყო კი ოდესმე?


 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016