reportiori.ge - ალექსეი არბატოვი: რა გვინდა, საქართველოს ნაწილებად დაყოფა თუ საზღვართან ნეიტრალური სახელმწიფოს არსებობა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:42
კონფლიქტები
ალექსეი არბატოვი: რა გვინდა, საქართველოს ნაწილებად დაყოფა თუ საზღვართან ნეიტრალური სახელმწიფოს არსებობა?
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 16:51

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების და ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსეი არბატოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ "რუსეთს საქართველოდან პოზიტიური სიგნალები ესმის".


როგორც არბატოვმა argumenti.ru-სთან საუბარში განაცხადა, რუსეთმა "ქართული თამაშები არ უნდა ითამაშოს" და საჭიროა მკაფიოდ ფორმულირებული ნაციონალური პოლიტიკა.


თუმცა, მოდით განვსაზღვროთ რა გვინდა. საქართველოს ნაწილებად დაყოფა თუ მინიმუმ, საზღვართან ნეიტრალური სახელმწიფოს არსებობა? საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ვითარება ძირეულად შეიცვალა. სავარაუდოდ ამავე ძალის წარმომადგენელი დაიკავებს საქართველოში პრეზიდენტის პოსტს. მიუხედავად კონფლიქტებისა, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, ამ ხალხს სურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ამით უნდა ვისარგებლოთ იმისათვის, რომ ჩვენს სამხრეთ საზღვრებთან, ისეთ რთულ და მღელვარე რეგიონში, როგორიც არის კავკასია, გვყავდეს მეგობარი სახელმწიფო", -განაცხადა არბატოვმა.


მისივე თქმით, სწორედ ასეთ სახელმწიფოსთან ერთად შეძლებს რუსეთი გააკონტროლოს ვითარება და მოახერხოს შეიარაღებული ფორმირებებისა და ტერორისტული ჯგუფების ქმედებების შეჩერება. "საქართველოს გარეშე ამას ჩვენ ვერ მოვახერხებთ", - განაცხადა არბატოვმა.


მისივე თქმით, არაშორსმჭვრეტელურია ახლა საქართველოსთვის რაიმე სახის ულტიმატუმების წაყენება იმის თაობაზე, რომ თუ აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, დიპლომატიური ურთიერთობებიც მაშინ აღდგება.


ასე რომ, ახლა არ არის დრო, წაუყენო საქართველოს ახალ ხელისუფლებას მკაცრი ულტიმატუმები, რომელიც გულწრფელად ცდილობს ჩვენთან ურთიერთობების დარგულირებას", - განაცხადა არბატოვმა.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016