reportiori.ge - რჩევები ინტერნეტდამოკიდებულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:49
სხვადასხვა
რჩევები ინტერნეტდამოკიდებულებს
ავტორი:
21 თებერვალი, 2014. 16:49



მარტივად შეიძლება ინტერნეტზე დამოკიდებულისგან გათავისუფლება თუ მაქსიმალურად შეზღუდავთ კომპიუტერთან ყოფნის დროს. სასურველია, საკუთარ თავს დაუწესოთ მაქსიმალური დრო, რომლის განმავლობაშიც შეგეძლებათ ინტერნეტში ყოფნა. არ არის აუცილებლობა უცებ გადაწყვიტოთ და არ მიეკაროთ კომპიუტერს, შეგიძლიათ დრო თანდათან შეამციროთ. ყოველ დღიურად 30 წუთით ან 1 საათით ნაკლები გაატარეთ ინტერნეტში. გარკვეული დროის მერე კი მინიმუმამდე დაიყვანეთ სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში გასართობად გამოყოფილი დრო, მაქსიმუმ 3 საათი დღეში.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი დროის უმეტესს ნაწილს რეალურ, აქტიურ ცხოვრებას დაუთმობთ და არა კომპიუტერულს და ვირტუალუს, ინტერნეტზე დამოკიდებულება თანდათანობით თავისით გაქრება. ხშირად შეხვდით მეგობრებს,იარეთ გამოფენებზე, კინოთეატრში, იკითხეთ წიგნები, გქონდეთ ხშირი ურთიერთობა ახლობლებთან და ნაცნობებთან, ერთ რამეში დაარწმუნეთ თავი, რომ რეალური ცხოვრება უფრო ლამაზი და საინტერესოა ვიდრე მონიტორს იქითა.

 

 

ჩაეწერეთ ფიტნეს გაკვეთილებზე ან სხვა რამე საინტერესო აქტიურ კურსებზე. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულებები, გაიხსენეთ რაზე ოცნებობდით და გსურდათ ბავშვობში. ინტერნეტზე დამოკიდებულება მაშინ იზრდება როცა ადამიანი იწყენს და ეზარება ცხოვრება.

 

 

თუ თქვენ ძალიან გიჭირთ გაუმკლავდეთ ინტერნეტ-დამოკიდებულებას, მაშინ გამოიყენეთ ეს ყველაფერი შედეგიანა. არ დაკარგოთ დრო ვირტუალუ გაცნობებზე და ინტერნეტ ჭორების კითხვაში, მოძებნეთ სამსახუი ინტერნეტში. ეს მოგიტანთ მატერიალურ შემოსავალს და იქნებით კმაყოფილი, დროსაც რაციონლურად გამოიყენებთ.

 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ინტერნეტ დამოკიდებულების უარყოფითი მხარე მარტო დროის დაკარგვა არ არის, გარკვეული დროის მერე ის უარყოფითად აისახება ჯანმთელობაზე, ასე რომ გაუფრთხილდით თავს და ძვიფას დროს.

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016